ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ლილე სვანაძის ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ.
ლილე სვანაძემ ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.
ევროპის ჩემპიონატზე 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მთელი ტურნირი ლიდერობდა ლილე სვანაძე. VII-VIII ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მან შეძლო ბოლო ტურში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
მოსწავლის წარმატება სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ლილეს წარმატებებით და დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მისი წინსვლითა და არაერთი გამარჯვებით!“,-აღნიშნავენ სკოლაში და ლილე სვანაძეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტო: