ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ და ახალგაზრდებს წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სკოლის ოქროსმედალოსნის - ანრი ბერაიას წარმატება. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებიდან სულ ხუთმა კურსდამთავრებულმა მოახერხა 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება და მათ შორის ანრიმ, რომელიც ალტე-უნივერსიტეტში - მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
აგრეთვე სტუდენტები გახდნენ:
ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვან კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე (სან დიეგოს უნივერსიტეტი) 70-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხა სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული ნიკა ბუკია, რომელმაც საშუალო საფეხური გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმში დაამთავრა.
სტუდენტი გახდა აგრეთვე შარშანდელი კურსდამთავრებული დარია მებონია, რომელსაც სკოლის დირექცია და პედაგოგები ევროპულ უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე მოხვედრას ულოცავენ.
„ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ ყველა კურსდამთავრებულს!“,- დასძენენ სკოლაში და ახალგაზრდების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.