დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი თამილა ნადირაშვილი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლა სიხარულით გვიზიარებს თამილა ნადირაშვილის წარმატებას, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„2023 წელი თამილასთვის იყო დაუღალავი შრომის, თავდადებისა და პროფესიული განვითარების პერიოდი. მან წარმატებით ჩააბარა წამყვანი/მენტორის გამოცდა, პროფესიონალურად წარადგინა პორტფოლიო და დაამტკიცა თავისი ცოდნა და გამოცდილება გასაუბრებისას. ამ წარმატებამ ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსამდე მიიყვანა“,- გვეუბნებიან სკოლაში და პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.
„სკოლის დირექცია და თანამშრომლები ვულოცავთ ქალბატონ თამილას ამ დიდ მიღწევას! გულწრფელად ვუსურვებთ ქალბატონ თამილას წინსვლას ახალი, დიდი წარმატებების გზაზე, სადაც მისი შრომა და ნიჭი კიდევ უფრო მეტად დაფასდება და სადაც ის გააგრძელებს სხვების შთაგონებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.