დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გონაშვილი პროფესიულ წინსვლაზეა ორიენტირებული. მასწავლებელმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა.
სკოლაში პედაგოგის პროფესიული წინსვლა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა სიამაყით და სიხარულით გიზიარებთ ჩვენი კოლეგის, ქალბატონი თეა გონაშვილის, დიდ მიღწევას - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!
2024 წელი ქალბატონი თეასთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მან წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, რაც მისი პროფესიონალიზმის, უნარებისა და მონდომების შედეგია. სკოლის კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, და თეას ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პრინციპის მნიშვნელობას.
სკოლის დირექცია და ყველა თანამშრომელი გულწრფელად ვულოცავთ ქალბატონ თეა გონაშვილს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს კარიერაში. ვუსურვებთ მას მრავალ წარმატებას, პროფესიულ ზრდასა და წინსვლას, რათა მისი ნიჭი და შრომა კვლავაც შთააგონოს მოსწავლეები და კოლეგები“,- აღნიშნავენ სკოლაში.