წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების - ლანა ნანიშვილისა და ნიკა ვახტანგაძის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ხარობენ.
აბიტურიენტები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავენ და ახარებთ, რომ დაფასდა, როგორც კურსდამთავრებულთა შრომა ასევე პედაგოგთა ამაგი.
„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით გილოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - ლანა ნანიშვილს და ნიკა ვახტანგაძეს ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე გადასვლას, თქვენ ჩვენი იმედები გაამართლეთ, დამსახურებულ წარმატებაში უდაოდ დიდია სკოლის თითოეული პედაგოგის შრომა და ამაგი, წარმატებები და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ ცხოვრების გზაზე, ძალიან გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით, ჩვენო გამორჩეულო შვილებო“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.