ეკის საჯარო სკოლის პედაგოგ დალი ცხვიტავას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
02-09-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლას წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სტატუსი სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა დალი ცხვიტავამ აიმაღლა. 

პედაგოგი პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა. 

სკოლაში პედაგოგის წინსვლა ახარებთ და სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა ამავე სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ქალბატონ დალი ცხვიტავს ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203