სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნინო ლაკიამ, ლიკა გოგინავამ და მელანო ჩალიგავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში, აბიტურიენტებს მთელი საგამოცდო პერიოდი გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და ახალგაზრდების წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ.
სკოლის დირექტორი ლორინა ჩხეტია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და იმედოვნებენ, სამაგალითო პროფესიონალები დადგებიან და ასახელებენ, სოფელს, სკოლასა და საქართველოს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.