ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის 8 აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ წელს ბაისუბნის საჯარო სკოლა 17-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათგან 8 ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ყველამ წარმატებით ჩააბარა.
რეზო ლაბაძე კავკასიის უნივერსიტეტში - ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამაზე 70%-იანი გრანტით ისწავლის;
ნინო გოგოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას დაეუფლება;
ნინო ნოზაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სასურსათო ტექნოლოგიებს შეისწავლის;
სალომე შუბითიძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაირიცხა;
ტატო ცარციძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არქიტექტურას დაეუფლება;
საბა შუბითიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბალაკავრო პროგრამაზე ისწავლის;
სალომე პაქსაშვილი სოხუმის უნივერსიტეტში - ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა;
შმაგი მუმლაძე სოხუმის უნივერსიტეტში სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.
სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ, ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.