ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება
03-09-2024

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობები განისაზღვრა.

დოკუმენტის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს.

რაც შეეხება სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, შინაარსის მარეგულირებელი აქტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტები, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია ამ პროგრამის ფარგლებში.

სრულად დისტანციური სწავლება დასაშვებია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებზე, რომლებიც არ ეფუძნება საგანმანათლებლო სტანდარტს:

ა) მონაცემთა დამუშავება Microsoft Excel-ის საშუალებით;

ბ) Full-stack ვებდეველოპმენტი;

გ) ციფრული პროდუქტების ტესტირება;

დ) კიბერუსაფრთხოება;

ე) Front End დეველოპმენტი – React;

ვ) DevOps მენეჯმენტი;

ზ) Back End დეველოპმენტი: Java;

თ) IT პროექტების მართვა და ანალიზი: Agile და Scrum მეთოდოლოგია;

ი) ციფრული რეკლამის მართვა;

კ) გრაფიკული დიზაინი და UX/UI;

ლ) სოციალური მედიის მართვა.

„პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ წესის ძალაში შესვლამდე დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტების დისტანციურად სწავლების შესაძლებლობების განსაზღვრა და შესაბამისი ჩანაწერების ასახვა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203