წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან.
სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აღზრდილთა შრომა, ისე პედაგოგთა ამაგი და ამაყობენ, რომ ყველა მათგანმა შეძლო მიზნის მიღწევა.
„ძვირფასო 2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სტუდენტობას, თქვენ ყველამ შეძელით თქვენი მიზნების მიღწევა და ოცნების ასრულება, ჩაირიცხეთ თქვენთვის სასურველ სპეციალობებზე, გვყავს 70%-იანი გრანტის მფლობელიც მონიკა მაცაბერიძე, ამ დიდ წარმატებაში ერთი აგური ჩვენ და ჩვენმა სკოლამ დადო. წარმატების გზებით გევლოთ, უფალი იყოს თქვენი მფარველი“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
იხილეთ ფოტო: