ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ.
წელს სკოლას ექვსი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა სკოლის ყველა აბიტურიენტმა, ამასთან ოთხმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
„არის სკოლის ცხოვრებაში გამორჩეული გამოშვებები, ასეთი გამორჩეული გამოშვება იყო სალხინოს საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის გამოშვებაც, დიახ, სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ექვსი მედალოსანია, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა სკოლის ყველა აბიტურიენტმა“,- გვეუნბება სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა და კურსდამთავრებულთა მიღწევებს გვიზირებს.
ანი ბასილაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტთ ისწავლის;
ლიკა ნანავა ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას;
ნიკა ცაავა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;
ნიკა ნანავას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლა 50%-იანი გრანტით დაუფინანსდება;
მარიამ ცაავა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა;
მარიკა კეკუტია- გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია;
ქეთი ხურცილავა კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლის;
ანდრია წულაია კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას სიყვარულით ულოცავს.
„თითოეულ თქვენთაგანს და თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს ვულოცავ სტუდენტობას და ვუსურვებ წარმატებებს“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდების აქტიურ მხარდამჭრად რჩება.