ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.
წელს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა თამარ კვანტალიანმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა, რომელიც კარიერული წინსვლის გზაზე პედაგოგთა აქტიური მხარდამჭერია, თამარ კვანტალიანს პროფესიულ წარმატებას ულოცავს.
„ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის ტექნოლოგიების უფროს მასწავლებელს ქალბატონ თამარ კვანტალიანს ვულოცავ გამოცდის ჩაბარებას და ვუსურვებ წარმატებებს მოსწავლეებთან და კოლეგებთან მუშაობაში“,- აღნიშნავს დირექტორი.