ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
რომან მანუკიანი, ალექსანდრე ასლანიანი, რიმა ბერიკიანი, ედვინ ღარსლიანი, ალბინა შირინიანი, გოჰარ ღაზარიანი, ვოსკეჰატ ბერიკიანი და ანნა სტეპანიანი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ სწავლას. ამასთან, გოჰარ ღაზარიანმა, ვოსკეჰატ ბერიკიანმა და ანნა სტეპანიანმა 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.
სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა მიღწევები და იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდები ცოდნის მიღებას ასეთივე შემართებით გააგრძელებენ, წარმატებით დაეუფლებიან პროფესიას, ასახელებენ სკოლასა და საქართველოს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.