ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგმა - მიშა ნათენაძე მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მასწავლებელმა საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მიშა ნათენაძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ აზმანის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა და განვითარება დირექციის მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილია.