ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულების წარმატებით ამაყობენ.
სკოლა სამმა მედალოსანმა ასახელა.
თამარ ახვლედიანმა, რომელიც გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობდა, საზღვარგარეთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა.
რუსუდან კოდაევი და ლანა ბაღდავაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლიან. ამასთან, კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
„სწორედ ეს ბავშვები იქნებიან ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის ბედს უკეთესობისკენ შეცვლიან და თავიანთ ნიჭსა და შესაძლებლობებს მოახმარენ ჩვენს სამშობლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ნათელ მომავალს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: