აბაშის N1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს წარმატებით ხვდება.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლის კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი სტუდენტი გახდა. ამასთან, ერთმა მოსწავლემ 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, ხუთმა 70%-იანი, ერთმა კი 50%-იანი.
სკოლაში ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტთა შრომა ასევე პედაგოგთა ამაგი, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის კი ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.
სკოლას უსტატუსო პედაგოგი არ ჰყავს. პროფესიონალთა გუნდიდან 8 წამყვანი მასწავლებელია, დანარჩენი ყველა უფროსი.
ამჟამად, სკოლა ავტორიზაციას გადის. სკოლა, დირექტორ ინეზა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია, დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეები დიდი სიყვარულით ელიან.