ბათუმის N20 საჯარო სკოლის კონკურსის გზით შერჩეული პროექტი დაფინანსდება 
03-09-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს სასიხარულო სიახლით ხვდება. 

სკოლამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გაიმარჯვა. 

გამარჯვებული პროექტის ავტორი დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინა ზოსიძე გახლავთ, მის პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს. 

იგი საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას​ წარუძღვება. 

სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგსა და მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ. 

„გილოცავთ! ეს თქვენი წარმატებაა, რომელიც თქვენი თითოეული მოსწავლის მიღწეული შედეგის საფუძველია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203