ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ლობჟანიძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პედაგოგმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
სკოლაში მარინე ლობჟანიძის წარმატება ახარებთ, სტატუსის მოპოვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის სრული კოლექტივის სახელით ჩვენ უძვირფასეს თანამშრომელს - მარინე ლობჟანიძეს ვულოცავთ სპეცმასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას. მოგახსენებთ რომ, იგი ჩვენი სკოლის სპეცმასწავლებლად სულ რაღაც 6 თვეა რაც მუშობს. ამ მოკლე ხანში მან დაამტკიცა, რომ იმსახურებს ჩვენი გუნდის წევრობას. თავდაუზოგავი შრომითა და დიდი მოტივაციით წინსვლას განაგრძობს. მისი თაოსნობით ვულოცავთ ყველა პედაგოგსა თუ მასწავლებლობის მსურველს კომპეტენციის დადასტურებას.
არეშფერანის სკოლა სავსეა ქალბატონი მარინას მსგავსი მოტივირებული და შრომისმოყვარე პედაგოგებით და გვჯერა რომ ადრე თუ გვიან ყველას დაუფასდება შრომა!
ყველა აპლიკანტს, ვინც ამჯერად ვერ მიაღწია სასურველ შედეგს ღვთისა და საკუთარი თავის რწმენით მომავალში ყველაფერს შეძლებს. წარმატებები სრულიად საქართველოს!“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.