მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
03-09-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ. ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2023-2024 სასწავლო წელიც. 

პედაგოგები - სალომე ქაცანაშვილი და ქეთევან ქიტესაშვილი გასულ სასწავლო წელს eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ.

მასწავლებლებმა eTwinning -ში განხორციელებული პროექტისთვის Our health is in our hands-ს ეროვნული ხარისხის ნიშანი დაიმსახურეს. 

მუღანლოს საჯარო სკოლა ულოცავს მათ პროექტის ეროვნულ დონეზე აღიარებასა და  ეროვნული ხარისხის ნიშნით დაჯილდოებას.

საერთაშორისო პროექტი - Our health is in our hands მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203