თბილისის N108 საჯარო სკოლა ამაგდარი მასწავლებელი იზოლდა ბარამია გარდაიცვალა.
ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა არაერთი განათლებული თაობა აღუზარდა ქვეყანას და ღირსეულად ემსახურა საყვარელ საქმეს. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.
„1 სექტემბერს თითქოს სიმბოლურად დაგვტოვა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, საიმედო კოლეგამ, უღალატო მეგობარმა იზოლდა ბარამიამ. სკოლის წკრიალა ზარების ნაცვლად სხვა მარადიული ზარების ხმას შეუერთდა ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის სული ...
სასკოლო საზოგადოება ცრემლებით ემშვიდობება უძვირფასეს ადამიანს და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
ყოველთვის გვემახსოვრებით, იზო მასწავლებელო! მადლობა, რომ ჩვენ გვერდით გაატარეთ თქვენი ღირსეული ცხოვრება!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.