ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით ხარობენ.
სალომე კულუმბეგოვმა, სანდრა ცეცხლაძემ და დალი მიქელაძემ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატებით ამაყობენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„კიდევ ერთი სასიხარულო ფურცელი ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში, არეშფერანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ.
გილოცავთ გოგონებო!
შედეგიც კარგი დადეთ, მჯერა, საუკეთესო სტუდენტები იქნებით და თქვენ მშობლიურ სკოლას ასახელებთ. ბედნიერ სტუდენტობას და საუკეთესო მომავალს გისურვებთ ახალგაზრდებო.
არეშფერანის საჯარო სკოლას ვუსურვებ თქვენნაირი წარმატებული ბავშვები ბევრი აეფრინოს ბუდიდან!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: