ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი მარი ჩხიტუნიძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მარი ჩხიტუნიძეს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„უბისის საჯარო სკოლა ულოცავს ისტორიის მასწავლებელს - მარი ჩხიტუნიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, წინსვლა და წარმატებები“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.
პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგს ახარებს, რომ მისი შრომა დაფასდა და თანამშრომლებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს, ჩემს ოჯახს, მადლიერი ვარ თანადგომისთვის, დახმარებისთვის. განუსაზღვრელია თქვენი წვლილი ჩემი წარმატების გზაზე. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების არაერთი მიღწეული წარმატებით გავიხარებთ. წარმატებას გისურვებთ“,- აღნიშნავს მარი ჩხიტუნიძე.
აღსანიშნავია, რომ უბისის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წინსვლა და განვითარება წახალისებული და მხარდაჭერილია.