ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გაიმარჯვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას - „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია კონკურსი - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია განთიადის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მახარაძე.
პროექტ „იისფერი სამყაროს“ განხორციელება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
სკოლაში სასიამოვნო სიახლე ახარებთ და პედაგოგს გამარჯვებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ქალბატონ ნათია მახარაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კეთილდღეობას. მადლობას ვუხდით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხელვაჩაურის რესურსცენტრს მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.