წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარია ილიჯევამ და ფირუზ ხარაბაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბრეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„არწივანის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები, მშობლები ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - მარია ილიჯევას და ფირუზ ხარაბაძეს სტუდენტობას, ვუსურვებთ, სულ წარმატებული გზებით ევლოთ, გვეამაყებით და გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.