მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ელენე ჩარგაზიამ, ანა ხურცილავამ ,სალომე რუხაიამ, მარი ბჟალავამ და ნინი ახალაიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ელენე ჩარგაზიამ 70%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს სტუდენტობას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ბალდის საჯარო სკოლა თავის კურსდამთავრებულებს - ელენე ჩარგაზიას (70%-იანი გრანტი), ანა ხურცილავას, სალომე რუხაიას, მარი ბჟალავას და ნინი ახალაიას ულოცავს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას1 წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.