მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ჯანჯღავა კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მის სტატუსზე აისახა.
პედაგოგმა მენტორის სტატუსი მოიპოვა და ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
სკოლაში ახარებთ ნათია ჯანჯღავას წარმატება და მას მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის მინიჭებას ულოცავენ.
„ბალდის საჯარო სკოლა მენტორის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, ინგლისური ენის მასწავლებელს - ნათია ჯანჯღავას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.