მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნინო გუსეინოვამ, ნათია გუსეინოვამ, აიგუნ დამირპაზოვამ და ანრი აბაშიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს ნათელ მომავალს უსურვებენ და სჯერათ, მათი წარმატებით არაერთხელ იამაყებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.