საგამოცდო ციებ-ცხელება დასრულდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს, სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და ახარებთ, რომ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ სასურველ პროფესიებს დაუფლებიან.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას.
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ხუთი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. ვულოცავთ ასევე გასული წლის კურსდამთავრებულებსაც.
მათ, ვინც წელს, გარკვეული მიზეზების გამო ვერ გააგრძელებს სწავლას, მომავალში კიდევ უფრო მეტი მონდომებით მისცემოდეთ მოტივაცია მომავალი წარმატებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან.