მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამარ ჩხვიმიანმა, თამარ გადრანმა, დათო ცინდელიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები, რომლებიც აღზრდილებს მთელი საგმოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ, ახალგაზრდების მიღწევებით ხარობენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და სჯერათ, რომ ახალგაზრდები არჩეულ პროფესიებს წარმატებით დაუფლებიან და საკუთარი პროფესიონალიზმით ასახელებენ სოფელს, სკოლასა და საქართველოს.
„ჭუბერის სკოლა ულოცავს თამარ ჩხვიმიანს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრულ მარკეტინგზე, თამარ გადრანს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, დათო ცინდელიანს - თსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე ჩარიცხვას! წარმატებულ სტუდენტობას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ სამშობლოს საკეთილდღეოდ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
იხილეთ ფოტოები: