წაღვლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
03-09-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ბექა კაპანაძემ, გიორგი კაპანაძემ, საბა კაპანაძემ, ლევან კილაძემ, მიხეილ ლომიძემ, დავით მიქელაშვილმა, დათო ნოზაძემ და ანი ჩანდიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი აღზრდილები დიდი შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას, სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას. 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატების ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს -  ბექა კაპანაძეს, გიორგი კაპანაძეს, საბა კაპანაძეს, ლევან კილაძეს, მიხეილ ლომიძეს, დავით მიქელაშვილს, დათო ნოზაძეს, ანი ჩანდიშვილს. უსურვებს წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203