„ვამაყობთ მათი წარმატებებით!“ - წალკის N2 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგებით ხარობენ 
03-09-2024

წალკის N2 საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ. 

აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ

  1. მარი აბულაძე - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - გრანტი 50%;
  2. ნუკრი აბულაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები;
  3. ნიკა ართმელაძე - ილია- საერთაშორისო ურთიერთობები- გრანტი 50%;
  4. ლუკა ართმელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები;
  5. ირაკლი ბოლქვაძე - ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება;
  6. მარიამ გერლიანი - შავი ზღვის უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა;
  7. მაკა ნაკანი - ახალი უმაღლესი სასწავლებელი (ნიუუნი) - ტურიზმი.
  8. მილანა პირკასიმოვა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ტურიზმი;
  9. ანასტასია ყულოშვილი - ალტე უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა;
  10. თამაზ შამანაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ. ახალგაზრდების აქტიური მხარდამჭერები აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიმართავენ და პირობას დებენ, რომ მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად დარჩებიან. 

„ჩვენი სკოლის სახელით, გვინდა მივულოცოთ ყველა აბიტურიენტს, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა...

ჩვენი სკოლის ყოფილ მოსწავლეებს კი გვინდა ვუთხრათ, რომ ვამაყობთ მათი წარმატებებით, ჩვენი გული და კარი ყოველთვის მზად არის მათ მისაღებად.

ვამაყობთ! ვულოცავთ!

ახალგაზრდებს გვინდა ვუთხრათ, რომ თქვენი მომავლის მართვა აწმყოში უნდა დაიწყოთ!“- აღნიშნავენ სკოლში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203