„ვულოცავთ, სასახელო მოსწავლეებს“-მელაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები- ტარიელ უღრელიძე და მათე უღრელიძე უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ
03-09-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ტარიელ უღრელიძემ და მათე უღრელიძემ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ მათთვის სასურველ -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - დიპლომირებული მედიკოსის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტებზე, 70% და 100%-იანი გრანტებით.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ, სჯერათ, რომ ახალგაზრდები ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას, სასურველ პროფესიებს წარმატებით დაეუფლებიან და ასახელებენ სოფელს, სკოლასა და ქვეყანას. 

„ვულოცავთ სტუდენტობას ჩვენს ყოფილ სასახელო მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203