ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
მათგან 13-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 9 უფასო ფაკულტეტზე მოხვდა, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებული მარიამ შალიკიანი ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულთა შედეგებს გვიზიარებს:
1. ელიზა გვეტაძე - უფასო ფაკულტეტი (ქიმია);
2. საბა შანიძე - 50%-იანი გრანტი;
3. მელინა კეპულაძე - 50%-იანი გრანტი;
4. ლუკა კურტანიძე - 50%-იანი გრანტი;
5. ნინი მასხარაშვილი - 70%-იანი გრანტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა. აწსუ);
6. ელენე ქათამაძე - 70%-იანი გრანტი;
7. მარიამ სვანაძე - 50%-იანი გრანტი;
8. საბა მანაგაძე - 50%-იანი გრანტი;
9. ლილე გვენეტაძე - 50%-იანი გრანტი;
10. მარიამ ჯალაღანია - 50%-იანი გრანტი;
11. ელენე დონღვანი - 50%-იანი გრანტი;
12. ანა მელქაძე - 50%-იანი გრანტი;
13. ლიკა ნემსიწვერიძე - უფასო ფაკულტეტი (თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიოსამედიცინო ინჟინერია);
14. ნიკა ნემსიწვერიძე - უფასო ფაკულტეტი (ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - მათემატიკის ფაკულტეტი);
15. მარიამ წურწუმია - 50%-იანი გრანტი;
16. ანანო ტყეშელაშვილი - 50%-იანი გრანტი (KIU - კომპ.მეცნიერებები);
17. მარიამ შალიკიანი - ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატიური);
18. ნიკა გურაბანიძე - უფასო ფაკულტეტი (აწსუ);
19. ზურა ხათრიძე - უფასო ფაკულტეტი (აწსუ);
20. ქეთი უშვერიძე - უფასო ფაკულტეტი (მათემატიკა - აწსუ);
21. ნანო გოგსაძე - უფასო ფაკულტეტი (ეკონომიკა - აწსუ);
22. თეკლა ინანეიშვილი - უფასო ფაკულტეტი (დაწყებითი განათლება - აწსუ);
23. მარიამ ბაბუნაშვილი - უფასო ფაკულტეტი (დაწყებითი განათლება - აწსუ);
სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს, უსურვებს ნაყოფიერ სტუდენტობას და წარმატებულ მომავალს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.