გორელოვკის N2 საჯარო სკოლა სიამაყით ულოცავს კურსდამთავრებულ ჟორჟიკ ისპირიანს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას   
03-09-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლა დიდი სიამაყითა და სიხარულით გვიზიარებს კურსდამთავრებულის ჟორჟიკ ისპირიანის წარმატებას. 

ჟორჟიკმა სკოლა წელს დაასრულა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა, სადაც უნარების გამოცდაში საკმაოდ კარგი შეფასება, 57 ქულა მიიღო.

სკოლაში ახალგაზრდას ულოცავენ წარმატებას, უსურვებენ საინტერესო, შემეცნებით და პროდუქტიულ სტუდენტობას. 

სკოლაში ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები გამოთქვამენ სურვილს, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ, სკოლაში მიღებული ცოდნა უნივერსიტეტებში გაიღრმაონ და სასურველ პროფესიებს დაეუფლონ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203