ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ტექნიკით ხვდება.
სკოლას ახალი პორტაბელური კომპიუტერები შეემატა.
სკოლაში საჩუქარი ახარებთ და აღნიშნავენ რომ ახალი რესურსი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესს მეტად კომფორტულს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
„არეშფერანის საჯარო სკოლაში შესანიშნავი ამბავია, ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული საგაკვეთილო პროცესის წასამართად, უსასყიდლოდ, საჩუქრის სახით, გადმოეცა პორტაბელური კომპიუტერები, რათა საგაკვეთილო პროცესი მეტად მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს.
ჩვენი მოტივირებული და წიგნიერი მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ რესურსს მნიშვნელოვანი პროექტებისა და კვლევების განხორციელებისთვის.
ამ დიდი საჩუქრისთვის უღრმეს მადლობას ვუხდით ყველას ვისაც მცირედი თუ უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი სიხარულის მონიჭებისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის უფროსს ქალბატონ ხათუნა შუშტაკაშვილს
ასევე დახმარებისთვის დიდი მადლობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ადმიანისტრაციულ ერთეულს და მის წარმომადგენლებს: ზურაბ სხირტლაძესა და დიანა ბოლოთაევას და რა თქმა უნდა ჩვენი სკოლის დირექტორს - სტელა გიგოლაევას, რომელიც მუდამ ზრუნავს მოსწავლეებზე, ცდილობს სკოლას შემატოს ყველაფერი რაც მოსწავლის განვითარებისთვისაა საჭირო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: