დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა - მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტებით კეთილმოწყობილ გარემოში ისწავლიან
03-09-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს საზეიმო სიახლით ხვდება.

დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა. 

საქართველოს მთავრობის გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში მოეწყო 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები, სანიტარული კვანძები, სასადილო და გარე სპორტული მოედანი. კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.

სკოლა აშენდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლაში სკოლის მშენებლობის დასრულება და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა ახარებთ და მადლობას უხდიან ყველას ვისაც აღნიშნულ საქმეში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში! დაბა ურეკის საჯარო სკოლა წარმატებები“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203