მასწავლებელთა ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი 13 სექტემბერს, ოპერისა და ბალეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 519 557 ლარი აქვს განსაზღვრული, რომელსაც 1000 კაცი დაესწრება.
პრემიის ლაურიატებისთვის განკუთვნილ თაიგულებსა და სიგელებში კი 3 150 ლარი დაიხარჯება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პრემიით დაჯილდოებულ თითოულ პედაგოგს 10 000 ლარი გადაეცემა. აღსნიშნავია, რომ პრემიის ლაურეატებისთვის განკუთვნილი თაიგულებში უწყება 2 500 ლარს ხარჯავს, ანუ ერთ პედაგაგოგს სამინისტრო 250-ლარიან თაიგულს გადასცემს.
ცალკე აღსანიშნავია საკონცერტო პროგრამა, რომლისთვისაც 97 012 ლარია გამოყოფილი.
როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ. ღონისძიებაზე მიწვეულები არიან დავით მაზანაშვილი & ორკესტრი, ასევე იმღერებენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, შვიდკაცა, ნატო მეტონიძე, ასევე იქნება სუხიშვილების ანსამბლი... ღონისძიების წამყვანები ნიკოლოზ წულუკიძე და ლიზა წიკლაური იქნებიან.