აკრძალვა, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ეხება - ბრძანება
04-09-2024

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრა, სადაც ჩამოთვლილია ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთაც სრულად დისტანციური სწავლება ეხება.

დისტანციური სწავლება გულისხმობს სრულად თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს, მის დისტანციური/ელექტრონული ფორმით, ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება. პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს დისტანციური სწავლების სრულად ასინქრონული ფორმით.

თუმცა დოკუმენტის თანახმად, მოქმედებს გარკვეული აკრძალვებიც:

დაუშვებელია ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლება დისტანციური ფორმით.

დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შუალედური შეფასების და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება დისტანციური ფორმით.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203