ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
წელს სკოლას სამი მენტორი მასწავლებელი შეემატა. მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი პედაგოგებმა - ნინო გეწაძემ, ასმათ ტოგონიძემ და ია ლაგვილავამ მოიპოვეს.
სკოლაში პედაგოგთა კარიერული წინსვლა ახარებთ და მათ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებს - ნინო გეწაძეს, ასმათ ტოგონიძეს და ია ლაგვილავას მენტორის სტატუსის მიღებას და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგთა პროფესიული განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია.