ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიხალით ხვდება.
კერძოდ, 2024-2025 წლიდან სკოლაში განხორციელდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა - „Front end დეველოპმენტი“.
სკოლამ აღნიშნული პროგრამის ავტორიზაცია აგვისტოში მოიპოვა და მე-11 კლასის მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სკოლაშივე ზოგადი განათლების პარალელურად, დაეფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება.