ტესტირება 5-6 ოქტომბერს ჩატარდება - რა უნდა იცოდნენ აპლიკანტებმა
22-09-2024

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 2024 წლის 2 სექტემბერს  და დასრულდება 22 სექტემბერს. 

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ხილვა და რეგისტრაცია შესაძლებელია  ონლაინ  ვებგვერდზე: vet.emis.ge
 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით  და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

 

სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.
 

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს შეზღუდული აქვს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ სწავლის დაწყების დროისთვის დაასრულებს სწავლას პროგრამაზე. 
 

 რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით განსაზღვრულია შერჩევის პერიოდი.  სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ჩატარდება  5-6 ოქტომბერს. 


შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება  29 ოქტომბერს. 31 ოქტომბერის ჩათვლით აპლიკანტებს შესაძლებელობა ექნებათ გააკეთონ სააბოლოო არჩევანი იმ პროგრამებს შორის, რომელზეც მოიპოვებენ ჩარიცხვის უფლებას.  სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 25 ნოემბერი.
 

რეგისტრაციასთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203