ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ 100 დაფინანსებული პროექტიდან ერთ-ერთი გამარჯვებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა გორგოშაძის პროექტი.
სკოლაში სიახლე ახარებთ და პედაგოგს გამარჯვებას ულოცავენ.
„ვულოცავთ შორენა გორგოშაძეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.