ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ.
ახალგაზრდებმა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს და მათთვის სასურველ პროფესიებს დაეფლებიან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვაჩიანის საჯარო სკოლის 23 კურსდამთავრებულიდან 11 საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, დანარჩენები კი სწავლას სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გააგრძელებენ.
სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტთა შრომა, ასევე დირექტორისა და პედაგოგთა ამაგი.
„დიდად მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოსწავლეები ჩაირიცხნენ თბილისის უნივერსიტეტებში. მადლობას მოვახსენებთ მასწავლებლებსა და დირექტორს გაწეული შრომისა და ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ამაგისთვის, მათი ასეთი წარჩინებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.