საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.
პედაგოგები სკოლაში დიდი შემართებით გამოცხადდნენ და სამუშაო პროცესსაც ენთუზიაზმით შეუდგნენ.
„2024-2025 სასწავლო წლის ბედნიერი დასაწყისი! ერთმანეთის ნახვით განცდილი დიდი სიხარული, ღმერთო, დაგვილოცე ყოველი დღე!“ ,- ასე აფასებენ სამუშაო პროცესის განახლებას მასწავლებლები, სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან და მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელიან.
სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სამუშაო შეხვედრა მეტად ნაყოფიერად წარიმართა.
პირველი დღის თემატიკა გახლდათ:
- კურიკულუმის მოდიფიკაცია;
- ვერიფიკაციის მექანიზმი.
- შეფასება;
- სკოლის მისია,ხედვა,ღირებულებები;
- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა;
- კათედრისა და დამრიგებლის სამუშაო გზამკვლევი.
სკოლაში პედაგოგთა მონდომება ახარებთ.
„დიდი მადლობა ხარისხის მართვის ხელმძღვანელს - ლიკა დევნოზაშვლს საინტერესო მოხსენებისა და რჩევებისთვის. პედაგოგებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: