თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ფატმან წულუკიძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება.
პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„სამღერეთის საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ფატმან წულუკიძეს ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, ვუსურვებთ უამრავ წინსვლასა და წარმატებას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: