სამღერეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ მანანა ისკანდაროვას სტუდენტობას ულოცავენ 
04-09-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - მანანა ისკანდაროვამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლება. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდას სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და სჯერათ, რომ დიდი შემართებით გააგრძელებს ცოდნის მიღებას და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს არაერთხელ მისცემს. 

„სამღერეთის საჯარო სკოლა ულოცავს მანანა ისკანდაროვას სტუდენტობას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ გზაზე, გვიყვარხარ!“- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულის აქტიურ მხარდამჭერად რჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს აბიტურიენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203