თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ნინო წიკლაური ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით იწყებს.
პედაგოგმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლაში პედაგოგს წარმატებას უსურვებენ და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ.
„სამღერეთის საჯარო სკოლა ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სპეცმასწავლებელს - ნინო წიკლაურს ულოცავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებას.
სკოლა ამაყია, რომ სკოლის გამორჩეული კადრებით დაკომპლექტებულ თანამშრომელთა გუნდს შეემატა კიდევ ერთი პროფესიონალი კადრი, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა თავის შესაძლებლობების წარმოჩენა.
გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას და კიდევ ბევრი წარმატება მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: