ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებულიდან ხუთი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.
სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ახარებთ, რომ ახალგაზრდები პროფესიებს მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში დაეუფლებიან.
დავით დუმბაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა;
ირაკლი თავდგირიძე - ბათუმის საზღვაო აკადემიაში ნავიგაციას შეისწავლის;
ქრისტინე დუმბაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია;
აბა ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის;
გიგა თავდგირიძე კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.