ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ნათია კეკენაძე პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
წელს, ნათია კეკენაძემ მორიგი გამოცდა ჩააბარა და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა 1-6 კლასების ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგის წარმატება ამით არ სრულდება. ნათია კეკენაძემ ასევე გაიმარჯვა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“.
პედაგოგის პროექტი დაფინანსდა ათასი ლარით, მასწავლებელი კი სასწავლო წლის მანძილზე ფულადი დანამატით დაჯილდოვდა.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს თანამშრომელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პედაგოგთა პროფესიული განვითარება წახალისებული და მხარდაჭერილია.