„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება.
წელსაც, ტრადიციულად კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასული „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ ყველა მოსწავლე სტუდენტი გახდა. (აღსანიშნავია, რომ ნაწილი სწავლას საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში აგრძელებს). ამასთან, 37-მა აბიტურიენტმა სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ, ახარებთ ახალგაზრდების შედეგები და სჯერათ, არაერთხელ იამაყებენ მათი მიღწევებით.
„ვულოცავთ, ჩვენს სკოლადამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა სახელობითი სიის ნახვა შესაძლებელია სკოლის ვებგვერდზე - იხილეთ ბმული